Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი

სახელგანთქმული ქართველი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი 1907 წელს დაიბადა. თავდაპირველად ის მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში და სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1926 წელს კი ქართული ხალხური ცეკვების სტუდია დაამთავრა. ქართული ხალხური ცეკვების სტუდიის დამთავრების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე ხდება, მოგვიანებით კი სოლისტი და დამდგემელ-ქორეოგრაფი. საქართველოს გარდა, იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (რუბინშტეინის "დემონი", გლინკას "რუსლან და ლუდმილა", პროკოფიევის ბალეტი "კუზიანი კვიცი") და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად.1 935 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე; ერთი წლის შემდეგ კი კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერი გახდა. სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის - "აბესალომ და ეთერსა" და "დაისში"(თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის "ქეთო და კოტეში"(კიევი). ილიკო სუხიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როდესაც მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა. ნინო რამიშვილი იყო ამ ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი