Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
ცუგოს საახალწლო გზავნილი


ეზოში ჩემი მეგობარი ჩიტი მოფრინდა. როგორ მიყვარს მასთან ერთად ყოფნა, თითქმის ყოველდღე მოდის და მეც კუდის ქიცინით ვეგებები, ჩემი პატრონი კი საკენკს უყრის. დღეს ცოტა დაღვრემილი იყო - ჩემი მეგობარი ნაძვის სანახავად ვიყავი და აღარ დამხვდაო... მერე თავისი შიშები გამიზიარა. ახალი წლის შუშხუნების ეშინია, თურმე. შენ რისი გეშინიაო, იქვე მკითხა - მე ძაღლი ვარ, პირიქით, მე ყველა უნდა დაგიცვათ და არაფრის მეშინია-მეთქი ვუპასუხე და თავი დავხარე, რადგან მოვიტყუე...

სინამდვილეში, როგორც კი 12 საათი შესრულდება და ეს ფერადი ფანტელები ცაზე იწყებენ გამოჩენას მეც  იმ პატარა ჩიტივით უსუსური ვხდები. ჩემი ძაღლობაც მავიწყდება, ის სუპერძალებიც მეცლება, რომლებითაც ჩემი ოჯახი უნდა დავიცვა და მაშინვე მაგიდის ქვეშ შევძვრები ხოლმე.

თავიდან ძალიან ვტუქსავდი თავს ამის გამო, მეგონა, მარტო მე ვიყავი ასეთი სუსტი. მერე გავიგე, რომ ამ დროს ქუჩაში ვერცერთ ძაღლსა და კატას ვერ ნახავთ, თურმე, ყველას ძალიან ეშინია და ყველა სადღაც იმალება. ისინი განსაკუთრებით იმიტომ მეცოდებიან, რომ არც მოსიყვარულე პატრონი ჰყავთ, რომელიც დაამშვიდებთ და არც მაგიდა აქვთ, სადაც თავს შეაფარებენ. არადა, ახალი წელი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებული სითბო იგრძნობა ხოლმე ამ დღეებში. ყველა სახლშია, ყველა ბედნიერია. როგორ მიყვარს ჩემი პატრონი სუფრას რომ აწყობს და შიგადაშიგ თავზე ხელს გადამისვამს ხოლმე. მეც სულ ფეხქვეშ დავყვები, თან ვცდილობ, ხელი არ შევუშალო, თან მინდა, ხშირად მომეფეროს და კუდის ქიცინით ველოდები როდის მიწილადებს საახალწლო სუფრის გემრიელ ნუგბარს.

ასეთ მხიარულ განწყობაზე ვარ ხოლმე, მერე კი უცებ ის გაუთავებელი ბაგაბუგი იწყება და მეც სად დავიმალო აღარ ვიცი... ვიცი, რომ ჩემი პატრონი გვერდით მყავს, ვიცი, რომ სახლში საფრთხე არ მემუქრება და მაინც ამ შიშს ვერაფერს ვუხერხებ, რაღაცნაირად ძალა მეცლება. ყველა გასროლის მერე უფრო და უფრო მეტად... და ჩემი ახალი წელიც აქ დგება - მაგიდის ქვეშ... ნეტავ, ის ძაღლები როგორ არიან ახლა, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ?

სანამ ეს ხმაური გადაივლის, თვალებს დავხუჭავ და ჩემთვის იდეალურ ახალ წელზე ვიფიქრებ: მყუდრო სახლი, ნუგბარით სავსე ოთახები და პატრონი, რომელიც სულ თავზე გეფერება...



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი