Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
ნატალია ჩვენი ეკო-მეგობარი არტისტი


“ჩემთვის ეს შემოთავაზება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავი სიზმარში მეგონა. არც მჯეროდა, რომ ეს ხდებოდა და ემოციებს ახლაც ვერ გადმოვცემ.”

თუ ბოლო პერიოდში მუსიკოსთა პარკის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდს თვალს ადევნებთ, აუცილებლად შეამჩნევდით ნატალია ჩხუტიაშვილის ფოტოებს, რომელიც პარკის ყოველდღიურობას საინტერესო კუთხით აღწერს. ნატალია ბლექს სი არენას და მუსიკოსთა პარკის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, რომელიც ძალიან დიდი ხანია ფოტოგრაფიით არის გატაცებული. ერთ დღეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჩვენ მას შევატყობინეთ, რომ საკუთარი ჰობის პროფესიად ქცევა შეეძლო. ამის შემდეგ კი დაიწყო ის, რასაც ნატალია თავისი ცხოვრების 2 ძალიან მნიშვნელოვან თვეს უწოდებს.

ახალი ფოტოაპარატით ხელში ის ფოტოგრაფიის პროფესიულ კურსს შეუერთდა, რომელმაც, როგორც თვითონ აღნიშნავს, ახალი შესაძლებლობები დაანახა:

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი განსხვავებული ხედვა დაინახა და ნდობა გამომიცხადა. ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და ახლა კიდევ უფრო შემიყვარდა.” - განსაკუთრებული ხედვის და ნიჭის დამსახურებით, ნატალიამ სასწავლო პროცესს ალღო მარტივად აუღო და ახალი უნარ ჩვევებიც შეიძინა. მას მიაჩნია, რომ ამაში დიდი წვლილი ლექტორებს მიუძღვით: „მთელი კურსის განმავლობაში მოუთმენლად ველოდებოდი ლექტორებთან თითოეულ შეხვედრას - საოცარი იყო მათი პროფესიონალიზმი, დისტანციურ რეჟიმის დროსაც კი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ინფორმაცია მარტივი და გასაგები გზით მოეწოდებინათ.“  

კურსის დასრულების შემდეგ როგორც მუსიკოსთა პარკისთვის, ასევე ნატალიასთვისაც ახალი ეტაპი იწყება.  ახალგაზრდა ფოტოგრაფის შემოქმედებითი გზა ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა წინ დიდი გეგმებია: „სანამ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ მივაღწევ, ამ ყველაფერს თავს არ დავანებებ. ვფიქრობ, რომ მომავალში ბევრი თემატური ფოტო გადავიღო და ჩემი საკუთარი გამოფენა მოვაწყო.“

შეგიძლიათ გაეცნოთ ნატალია ჩხუტიაშვილის მიერ გადაღებულ რამდენიმე ფოტოს:

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი