Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
რა უნდა იცოდეთ L'Impératrice-ის კონცერტზე წასვლამდე


წელს პირ­ვე­ლად ღო­ნის­ძი­ე­ბა Black Sea Arena-ის ეზო­ში მდე­ბა­რე Front Stage-ზე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც პა­რი­ზუ­ლი ბენ­დი L'Impératrice მსმე­ნელს ახალ მუ­სი­კა­ლურ თავ­გა­და­სა­ვალს შეს­თა­ვა­ზებს. სტა­ტი­ა­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გი­ზი­ა­რებთ, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გახ­სოვ­დეთ სა­ნამ შეკ­ვე­თილ­ში ჩას­ვლას გა­და­წყვეტთ.

- ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბის დრო

ღო­ნის­ძი­ე­ბის კარი 18:00 სა­ათ­ზე გა­ი­ღე­ბა და სა­ნამ პა­რი­ზუ­ლი ბენ­დი ღია სივ­რცე­ში სა­ფეს­ტი­ვა­ლო გან­წყო­ბას შექ­მნის, სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის დუო Endorphins იზ­რუ­ნებს. ეზო­ში კი Black Sea Arena-ის მე­გო­ბა­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მცი­რე თავ­გა­და­სა­ვალს მო­ა­წყო­ბენ და სხვა­დას­ხვა ზო­ნებს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დრო­უ­ლად მიხ­ვი­დეთ, რათა რიგ­სა თუ სა­ცობ­ში დგო­მა თა­ვი­დან აი­რი­დოთ.

 

 

პირ­ვე­ლად Afterparty ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ

ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში აფ­თერ­ფარ­თი გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც დამ­სწრე­ებ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტზე დაგ­რო­ვი­ლი ემო­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას შეძ­ლებ და გან­წყო­ბის შე­სა­ბა­მის მუ­სი­კას მო­ის­მენ, რა­ზეც სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცის რე­ზი­დენ­ტი არ­ტის­ტე­ბი პრო­ექ­ტით - Pleasure Hunters - იზ­რუ­ნე­ბენ. ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ამ ბმუ­ლი­დან შე­გიძ­ლი­ათ.

- სამდღი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა

შეკ­ვე­თილ­ში შე­გიძ­ლი­ათ უფრო დიდ­ხანს დარ­ჩეთ და მხო­ლოდ ერთი კონ­ცერ­ტის­თვის არ ჩა­მოხ­ვი­დეთ, რად­გან 13, 14 და 16 აგ­ვის­ტოს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­შია და­გეგ­მი­ლი. ამ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ერთი დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა დაგ­ხვდე­ბათ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­სა და Black Sea Arena-ის ეზო­ში.

13 აგ­ვის­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცის კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი ალ­ბო­მის მოს­მე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი,

14 აგ­ვის­ტოს მულ­ტი­ინ­სტურ­მენ­ტა­ლის­ტი Allen Hulsey და­უკ­რავს,

16 აგ­ვის­ტოს კი Organic House-ის პი­ო­ნერ­თან და All Day I Dream-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან, Lee Burridge-თან ერ­თად გახ­დე­ბით ერ­თო­ბის შეგ­რძნე­ბის თა­ნა­ზი­ა­რი და ტრან­სცენ­დენ­ტულ რიტ­მებს შე­იგ­რძნობთ.

- რო­გორ ჩა­ვი­დე შეკ­ვე­თილ­ში?

შეკ­ვე­თილ­ში კომ­ფორ­ტულ მგზავ­რო­ბა­ზე Bene Exclusive იზ­რუ­ნებს. მგზავ­რო­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რად თქვენ­თვის შედ­გე­ნი­ლი ფლე­ი­ლის­ტე­ბი უფრო კომ­ფორ­ტულს გახ­დის და კონ­ცერ­ტის გან­წყო­ბას წი­ნას­წარ შე­გიქ­მნით. ნა­ხეთ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გან­რი­გი.

თუ მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბა უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია თქვენ­თვის, იცო­დეთ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ და­მა­ტე­ბი­თი რე­ი­სე­ბი და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც Black Sea Arena-ის ბა­ქან­ზე გა­ჩერ­დე­ბა. ბა­ქა­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რით არის და­შო­რე­ბუ­ლი გე­ი­თე­ბი­დან, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბამ­დე კი შე­გიძ­ლი­ათ მუ­სი­კოს­თა პარკში გა­ი­სე­ირ­ნოთ. ნა­ხეთ მა­ტა­რებ­ლის გან­რი­გი.

 


კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი