Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
კალანდის ყველაზე გემრიელი ტრადიცია - გურული ღვეზელი


მეორე საახალწლო ბლოგში გურული საშობაო სუფრის აუცილებელი კერძის და მისი საოცარი ისტორიის შესახებ მოგიყვები. გურული ღვეზელი, ალბათ ერთხელ მაინც გაგისინჯავს, მაგრამ თუ იცი მისი რეალური დანიშნულება?

ტრადიციული გურული ღვეზელი ძველად „სარიტუალო პურის“ სახელით იყო ცნობილი და მისი გამოცხობა მხოლოდ შობის დღესასწაულთან არ იყო დაკავშირებული. გურული დედები ღვეზელს ხშირად ამზადებდნენ ახალგათხოვილი შვილის ოჯახში სტუმრობისთვის, მისით ხელდამშვენებული მიდიოდა ნათლულიც სტუმრად ნათლიასთან, რადგან ღვეზელი გურულებისთვის პატივისცემის ნიშანი იყო. პატივისცემა კი ღვეზელში არსებული კვერცხის რაოდენობით განისაზღვრებოდა - რაც უფრო მეტი კვერცხით მზადდებოდა კერძი, მით მეტ პატივისცემას გამოხატავდა სტუმარი სტუმრად მისული ოჯახისადმი.

თუმცა მე ყველაზე მეტად, საშობაო ღვეზელის მომზადების კალანდასთან დაკავშირებული ტრადიცია მიყვარს: ყოველ შობას ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის ცხვება და მისი ზომა იმ ადამიანის ასაკის მიხედვით განისაზღვრება ვისთვისაც არის  განკუთვნილი. დიდი ზომის კერძი ოჯახის უფროსს ეკუთვნის, პატარა კი ოჯახში ყველაზე  უმცროსს. ცალკე მზადდება ყველაზე დიდი ფორმის ღვეზელი, ყველაზე ბევრი კვერცხით, რომელიც სადღესასწაულო სუფრის შუაგულში თავსდება და მასზე სანთელები ინთება, რადგან გურიაში სჯერათ, რომ ეს ოჯახისთვის ბარაქისა და კეთილდღეობის მომტანია.

ეს გურული ძველი ტრადიცია დროთა განმავლობაში საქართველოს ბევრმა კუთხემ აიტაცა, ამიტომ შეიძლება შენც გახსოვს ბავშვობიდან ზუსტად იგივე წესების დაცვით როგორ ამზადებდნენ შენს სახლში ნახევარმთვარის ფორმის გემრიელობას. ეს ტრადიცია კი შენთვისაც ოჯახურ სითბოსთან და ერთიანობასთან ასოცირდება ალბათ.

ტრადიციული გურული ღვეზელის მომზადება შობამდე ორი დღით ადრე იწყება: კარგად მოხარშული, ნაჭუჭმოცლილი კვერცხები ბუხარში ან შუაცეცხლის თავზე უნდა დაიკიდოს, რადგან სწორედ ასე შებოლილი კვერცხი აძლევს განსაკუთრებულ გემოს გურულ ღვეზელს. ალბათ ისიც გაინტერესებს რატომ აქვს მას ნახევარმთავრის ფორმა? იმიტომ, რომ ამგვარი ფორმა გურულებისთვის ოდითგანვე ციურ სხეულებთან და მათ სიძლიერესთან იყო დაკავშირებული.

ღვეზელის მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა სულაც არ სჭირდება, ასე რომ გაამდიდრე შენი საშობაო სუფრა და გააკეთე გურული ტრადიციული ღვეზელი შენც შენი წინაპრების მსგავსად.

 



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი