Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
საით მიფრინავენ ჩიტუნები ნეტავ?


A group of birds flying

Description automatically generatedყოველი წლის ოქტომბრის მეორე შაბათი მიგრირებადი ფრინველების მსოფლიო დღეა. თუ ოდესმე გაგჩენია შეკითხვა რატომ მიფრინავენ, საით, ან როგორ, მაშინ გეტყვი, რომ ეს დღე სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად დააარსეს მსოფლიოს ორნიტოლოგებმა.

ფრინველები წელიწადში ორჯერ მიგრირებენ: ყოველი წლის ოქტომბრის მეორე შაბათს, მაშინ როცა მათ ჩვეულ გარემოში ცივი ამინდების გამო გაჩერებას ვეღარ ახერხებენ და 8 მაისს, მაშინ როცა თბილი ქვეყნებიდან თავიანთ მონატრებულ, ბუნებრივ გარემოს უბრუნდებიან.

სანამ ჩიტუნები ფრენაფრენით დანიშნულების ადგილს მიაღწევენ, მინდა 7 საინტერესო ფაქტი გაგიზიარო, რომელიც ამ ფენომენზე შენს ინტერესს ცოტათი მაინც დააკმაყოფილებს.

1. უკვე იცი, რომ მიგრირებად ფრინველებს დიდი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, მაგრამ რამდენის? და რამდენ ხანში?

A bird flying in the air

Description automatically generatedმიგრირებად ფრინველებს 26 000 კმ-დე მანძილზე ფრენა შეუძლიათ და მის დაფარვას საშუალოდ 533 საათს ანდომებენ. ამის გამო ზოგი პატარა ჩიტუნია 48 კმ/სთ-ით დაფრინავს. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ ჩიტუნები დღეში 8 საათის განმავლობაში მოგზაურობენ და დაახლოებით 66 დღე სჭირდებათ დანიშნულების ადგილზე მისაფრენად. 

 

 2. რა გზას გადიან მიგრირებადი ჩიტუნები და სად შეგვიძლია მათი შემჩნევა?

ფრინველთა ეს ჯგუფი მსოფლიოში 8 საიმიგრაციო მარშრუტს იყენებს:

  • აღმოსავლეთ ატლანტიკის; 
  • შავი / ხმელთაშუა ზღვის; 
  • აღმოსავლეთ აზიის / აღმოსავლეთ აფრიკის;
  • ცენტრალური აზიის;
  • აღმოსავლეთ აზიის / ავსტრალიის; 
  • წყნარი ოკეანე; 
  • ამერიკის, ატლანტის ოკეანე;
  • ამერიკის და ცენტრალური ამერიკის.

განსაკუთრებულად მიხარია, რომ მათგან 3 საქართველოს კვეთს, კერძოდ კი ჩემს რეგიონს, რაც კოლხურ ლეგენდალურ მიწას და მის ლეგენდელურ ისტორიას, კიდევ უფრო ამდიდრებს.

ჩიტები ამ მარშრუტით უკვე მრავალი ასწლეულია სარგებლობენ, რადგან დანიშნულების ადგილამდე მისაფრენად საკვებისა და წყლის მოსაპოვებლად შესვენება მათთვის აუცილებელი პირობაა. გურია სწორედ ის რეგიონია, სადაც ადგილობრივი ბუნება ხელს უწყობს მიგრირებად ჩიტუნებს ყველა საჭირო მოთხოვნა დაიკმაყოფილონ, ამიტომ აქ ასეთ ჩიტებს ხშირად შეხვდები მიგრაციის პერიოდში.

3.  რამდენი მიგრირებადი ფრინველის სახეობა არსებობს?  

A bird standing on a black background

Description automatically generatedჩემი პოსტებით უკვე მოგიყევი, რომ ფრინველების 40% მიგრირებადი სახეობისაა. წარმოიდგინე რა საოცრებაა - 2 000 - მდე სახეობის ფრინველი, ერთად კი 300 მილიონი, ერთ პერიოდში იწყებენ მიგრაციას ერთი მიმართულებით.

 

 

4. როგორ აგნებენ მიგრირებადი ფრინველები გზას?

A white bird with red beak flying

Description automatically generatedმიგრირებადი ფრინველები ნავიგაციისთვის მზეს, ვარსკვლავებს, მთვარეს, ჩრდილს, დედამიწის მიზიდულობას და გარემოს ტემპერატურას იყენებენ. რაც შეეხება უშუალოდ მიგრირების დაწყებას, ეს ინსტიქტი მათ გენეტიკაში აქვთ, რაზეც ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მეტყველებს: თუ მიგრირებადი ჩიტუნია სახლში გალიაში გყავს, შეამჩნევ რომ მიგრირების პერიოდში ის მხოლოდ გალიის ერთ კუთხეში იწყებს ფრენას და მოსვენებას.

 

5. როგორ ემზადებიან მიგრირებადი ჩიტუნები მიგრაციისთვის?

დიდ მანძილზე საფრენად ჩიტუნებს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ცხიმი სჭირდებათ, მის დასაგროვებლად კი გარკვეული საკვების მიღებაა საჭირო. სწორედ ამ “დიეტის დაცვით” ინარჩუნებენ სხეულის იმ წონას, რაც შემდგომ ფრენისთვის სჭირდებათ.

6. დღის რომელ მონაკვეთში დაფრინავენ ჩიტუნები?

A bird flying in the sky

Description automatically generatedრომ ეკითხათ ალბათ იტყოდი, რომ ფრინველები მიგრაციის დროს ძირითადად დღისით დაფრინავენ, მაგრამ სინამდვილეში მათ ღამე ფრენა ურჩევნიათ. დიახ ასეა, რადგან ამ დროს ნაკლებია იმის საფრთხე, რომ სადმე მონადირეებს ან მათზე მტაცებელ ცხოველებს წააწყდებიან. ღამე ფრენა ზაფხულის ცხელ პერიოდში უფრო კომფორტულიცაა, რადგან საღამოს გრილი ჰაერი მათ ნაკლებად ღლის და ხშირად პირიქით მეტ ენერგიასაც კი მატებს.

თუმცა არსებობს ისეთი სახეობები, რომლებიც მხოლოდ დღისით მიგრირებენ, მაგალითად წეროები და იხვები, რადგან ისინი გზას მხოლოდ ვიზუალურად ცნობენ.

7.  იცოდი რომ ყველა მიგრირებადი ფრინველი არ დაფრინავს?

A bird flying in the skyDescription automatically generatedალბათ გაგიკვირდება როცა გაიგებ, რომ არსებობენ ისეთი ფრინველები, რომლებიც მიგრაციას განიცდიან, თუმცა არსადაც არ მიფრინავენ. ემუ სირაქლემა და პინგვინები იმ მიგრირებად ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც არ დაფრინავენ.

ემუ სირაქლემები ჩვეულებრივ პირობებში მარტო გადაადგილდებებიან, თუმცა მიგრაციის პერიოდში სხვა მეგობრებს პოულობენ და მათთან ერთად იწყებენ უკეთესი საცხოვრებლის ძიებას. სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, ემუ სირაქლემები მიგრაციას ზედმეტად ცხელი სეზონისგან თავის ასარიდებლად განიცდიან. რაც შეეხებათ პინგვინებს, როდესაც ანტარქტიდაში დღე მოკლდება და გაუსაძლისი გამყინვარება იწყება პინგვინები საკვების და ახალი საცხოვრებლის პოვნას ცურვით იწყებენ.

უკვე იცი, თუ რამდენს შრომობენ ფრინველები მიგრაციის დროს და რამდენი წინაღობა ხვდებათ გზაზე, ამიტომ შენც შემომიერთდი და ჩემსავით იზრუნე ჩიტუნებზე მიგრაციის პერიოდში. დაუყარე მათ საკვები და სულ მზად გქონდეს წყალი, ან ჩემსავით ბუდეები მოუწყვე შენს ეზოში.



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი