Black Sea Arena
  • ღონისძიებები
  • ჩვენ შესახებ
    • ვინ ვართ ჩვენ ?
    • როგორ მოვხვდეთ არენაზე?
    • არენის წესები
  • მუსიკოსთა პარკი
  • ბლოგი
  • ge
    • ქართული
    • ENGLISH
შესვლა
ge
  • ქართული
  • ENGLISH
შესვლა
BLACK SEA ARENA
შესვლა Facebook ით
ან
პაროლის აღდგენა

არ ხართ დარეგისტრირებული? რეგისტრაცია

რეგისტრაცია
BLACK SEA ARENA

ხართ დარეგისტრირებული? შესვლა

პაროლის აღდგენა
BLACK SEA ARENA
ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია
გააზიარე და დააგროვე
ჩიტის საახალწლო გზავნილი


დღეს ჩემს საყვარელ ნაძვთან მივფრინდი და აღარ დამხვდა... ეს პირველი ნიშანია, რომ ის დღე ახლოვდება- ზოგისთვის ძალიან ლამაზი, ზოგისთვის კი...

ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ბარტყი, რომ ვიყავი ყველაზე მეტად წელიწადის ეს დღე მიყვარდა. გაოცებული შევყურებდი ცაში გ აშვებულ ათასფერ ფეიერვერკს. მინდოდა იქამდე ავფრენილიყავი და მათთან ერთად მეფრინა. დედა კი გარეთ გაფრენის უფლებასაც არ მაძლევდა, ვბრაზდებოდი და ვერაფრით ვიგებდი რატომ. გამოგვკეტავდა ბუდეში და მე და ჩემი და-ძმებიც ასე მონუსხულები, ჩუმად, ჩვენი ხის ფუღუროდან ვუყურებდით საახალწლო ფეიერვერკს.

მეორე დილა ყველასთვის მძიმე იყო. იმის გამო გაბრაზებული რომ ფეიერვერკის ყურების უფლება არ მოგვცა, გაბუსხულები ხმას არ ვცემდით დედას. თუმცა მას ამის შემჩნევის თავი სულ არ ჰქონდა, მთელი დღე მეზობელ ბეღურებთან ერთად იმ დანაკლისს ითვლიდა, რაც ჩემმა საოცნებო შუშხუნებმა მიაყენეს ჩვენს საცხოვრებელ გარემოს. 

მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისე ძალიან რომ ზამთარშიც კი არ ვტოვებ მას. მე ძალიან მიყვარს ჩემი მეგობარი ადამიანები, ისე ძალიან რომ მათ სიახლოვეს ფრენა მახალისებს. მე ვიცნობ ბევრ მათგანს, ვინც მე და ჩემნაირებს საჭმელსაც გვიყრის და თავიანთ ეზოებში ბუდეებსაც კი გვიკეთებენ გამოსაზამთრებლად. ამ ადამიანებისთვის მეც არაფერს ვიშურებ, მათ ნათესებს გამანადგურებელი მწერებისგან ვიცავ და სარეველა ბალახებისგანაც ვუთავისუფლებ ეზოებს. თუმცა, ხშირად, სწორედ ეს ადამიანები არ ფიქრობენ, მათ მიერ ასე გულმოდგინედ შერჩეულ საახალწლო შუშხუნებს როგორი შიში და ხიფათი მოაქვთ ჩვენთვის.

ახალი წელი მოდის, წლის ყველაზე ჯადოსნური დღე. ასე ვფიქრობდი ბარტყობაში და ასე ვფიქრობ ახლაც. ეს არის დღე, როცა ყველა ბედნიერი უნდა იყოს და ერთმანეთის კარგ განწყობაზე იზრუნოს. იქნებ ახლა სწორედ ის წელი დგება, როცა ეს ფრაზები რეალობაშიც უნდა განვახორციელოთ, ერთად შევძლოთ და შევქმნათ ისეთი საახალწლო გარემო, სადაც ჩემი ბარტყებიც  ბედნიერები იქნებიან და თქვენი შვილებიც, სადაც არც ერთი სულიერი არ დაზარალდება და მე ჩემს მეგობარ ნაძვებთან ერთად შევძლებ ახალი წლის აღნიშვნას.



კომენტარები

მსგავსი

5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
5 ნივთი, რომლებიც მუსიკოსთა პარკში გამოგადგებათ
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
21 სექტემბერი - ნულოვანი გამონაბოლქვის დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
16 სექტემბერი - ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
  • კონფიდეციალურობის პოლიტიკა
  • Პირობები და წესები
  • FAQ
  • კონტაქტი
The most unique arena and the main stage of the Black Sea region.

© 2025 Black Sea Arena Georgia
Proudly Powered by GTN Tech.
×
გილოცავთ
თქვენ დააგროვეთ ვარსკვლავი